top of page

პროექტი "წითელი წიგნი"

3 თებერვალს ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო მჭედლიძესთან ერთად წარმოადგინეს პროექტი წითელ წიგნში შეტანილ მცენარეებზე და ცხოველებზე. მათ აღნიშნეს, რომ ცხოველთა 135 სახეობიდან ირემი, ჯიხვი, ქურციკი, კავკასიური ფოცხვერი და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშეა. მცენარეთა 56 სახეობა ასევე შეტანილია წითელ წიგნში, მაგალითად: ძელქვა, უთხოვარი, ბიჭვინთის ფიჭვი, პონტური მუხა, კოლხური ბზა, შროშანი, ზამბახი, ნუში, კოლხური ჯონჯოლი. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ბუნება საფრთხეშია და მისი გაფრთხილება და დაცვა ყველას ვალია.



Comments


bottom of page