ამჟამად სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. გიმნაზიაში 2019-20 სასწავლო წლის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა „მხარეთმცოდნეობის კლუბი“, რომელშიც გერთიანდნენ IX და X კლასის მოსწავლეები.
კლუბის ძირითადი მიზანია ბავშვებმა შეისწავლონ, პირველ რიგში, ჩვენი რაიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დასახონ მომავლის გეგმები, დაიცვან გარემო და აღმოაჩინონ აქამდე უცნობი საოცრებანი. გამოეხმაურონ დიდ გამოწვევას - „აღმოაჩინე საქართველო“. მართლაც, ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ბევრი არაცნობადი, მნიშვნელოვანი ძეგლი. საჭიროა მათი შესწავლა, დაცვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ შესახებ ცნოებიერების ამაღლება.
ამჯერად კი, 4 ოქტომბერს კლუბმა მოაწყო ლაშქრობა „ჩვენი ყინწვისი“. მიუხედავად იმისა, რომ ყინწვისი არაერთხელ ჰქონდათ ნანახი, საფეხმავლო ტური ნამდვილი რომანტიკა იყო. კლუბის წევრებმა აღწერეს მთელი მარშრუტი, მზრუნველობას იჩენდნენ ბუნებისადმი, გარემოსადმი. გადაიღეს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, თვით მონასტრის შიდა მხატვრობა, „ყინწვისის ანგელოზის“ ფირუზისფრად შესრულებული ფრესკა, რომელიც მსოფლიო დონის საგანძურს წარმოადგენს. აღნიშნეს, რომ ფრესკებს დაცვა და დაკონსერვება სჭირდება რომ არ დაზიანდს. დაბრუნდნენ კმაყოფილები....
გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებლი,
კლუბის ხელმძღვანელი ზინა კალმახელიძე
Comments