top of page

ლიზა ლომიტაშვილის წრე ,,ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“

საგანი: სპორტი

საფეხური: დაწყებითი

კლასი: III

წრის მუშაობის დაწყების დრო: 25.09.2019 წელი

შეხვედრის განრიგი: წრის სამუშაო შეხვედრა გაიმართება I სემესტრის განმავლობაში, თვეში ორჯერ, ოთხშაბათი, 13:30 წუთზე. მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი.

წრის ხელმძღვანელი: ლიზა ლომიტაშვილი

ელ. ფოსტის მისამართი: lomitashviliiza@gmail.com

წრის დახასიათება: მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მათი წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე მესამე კლასში ვუხელმძღვანელო სპორტის წრეს. 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე სპორტის წრე, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ესენია: სამართლიანი თამაში, ურთიერთდახმარება, პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა. ფიზიკური აღზრდის წრეზე შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს გაყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი გახდნენ აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები.

ვარჯიშები შევარჩიე მოსწავლეთა ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით, დავგეგმეთ წრის სამუშაო შეხვედრების დრო, ხანგრძლივობა და ადგილი. შევთანხმდით, რომ წრის მუშაობა შედგება თვეში ორჯერ (ყოველ ორ კვირაში ერთხელ, 13:30 წუთზე)

მიზანი: მოსწავლეები გააცნობიერონ ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობა და მნიშვნელობა, ხელი შევუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებას და ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, შინაგანი დისციპლინა, პასუხისმგებლობის განაწილება და სხვა. ამ მიმართულებით ცოდნის დონის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.

განსახორციელებელი აქტივობები:

· მინილექცია (პირადი ჰიგიენა, სპორტული ტანსაცმელი, ჯანსაღი სხეული);

· ვარჯიშები სიარულზე

· წინ კოტრიალი, უკუკოტრიალი;

· თამაში ,,თოკის გადაძალვა“

· თამაში ,,წრეში ბურთი“

· კონკურსის ჩატარება (ვინ მეტ რჩევას მისცემს უმცროს და-ძმას ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით).

მოსალოდნელი შედეგი: ვფიქრობ, საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ. გაუჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა და ხალისით ჩაერთვებიან სხვადასხვა თამაშებში და შეჯიბრებში, რაც აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას.

რესურსები: ბურთი, ბაგირი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი.



Comentarios


Los comentarios se han desactivado.
bottom of page