top of page

ლიზა ლომიტაშვილის წრე ,,დემოკრატია იწყება ჩემით“

საგანი: მე და საზოგადოება

საფეხური: დაწყებითი

კლასი: III

წრის მუშაობის დაწყების დრო: 19.09.2019 წელი

შეხვედრის განრიგი: წრის სამუშაო შეხვედრა გაიმართება I სემესტრის განმავლობაში, თვეში ორჯერ, ხუთშაბათს, 13:30 წუთზე. მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი.

წრის ხელმძღვანელი: ლიზა ლომიტაშვილი

ელ. ფოსტის მისამართი: lomitashviliiza@gmail.com

აქტუალურობა/მნიშვნელობა: გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ახალი საგნით დაინტერესდნენ. ამიტომ გადავწყვიტე დახმარება გამეწია მათთვის ამ წრის ჩამოყალიბებით. დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და მოტივაციის ამაღლებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საწრეო მუშაობის დასახელება და მიზნები: ახალი საგნით მეტად დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით ჩამოვაყალიბე ,,მე და საზოგადოების“ წრე. შევურჩიე სახელწოდება ,,დემოკრატია იწყება ჩემით“. წრის მუშაობით მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას პიროვნული განვითარების, რელიგიების, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის შესახებ. ისწავლიან როგორ გახდნენ აქტიური მოქალაქეები, წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ახალი ცოდნის ,,აღმოჩენას“ და გარემოს შეცნობის სხვადასხვა გზების შეთვისებას. გამოვიყენებ სწავლების საინტერესო მეთოდებს და მრავალფეროვან რესურსებს.

წრის მუშაობის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, საკუთარი თავის, ოჯახის, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. იმას, რომ გააცნობიეროს თავის უშუალო გარემოზე ზრუნვთ იწყება სამშობლოს სიყვარული, ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები. ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ესგ-ს ცოდნის დონის მიხედვით.



Comments


Commenting has been turned off.
bottom of page