წრის ხელმძღვანელი: მორის აკოფიანი
სკოლა: ააიპ-საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია
ელ.ფოსტა: makofiani@gmail.com
სამიზნე ჯგუფი: მე-6 კლასის მოსწავლეები (მე-5 კლასიდან ისტ-ით განსაკუთრებულად დაინტერესებული ბავშვები)
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
წრის პროფილი: საგანმანათლებლო პრაქტიკული კურსი
შეხვედრების ადგილი და დრო: 10/10/2019-დან პირველი სემესტრის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს ისტ-ის ლაბორატორიაში გაკვეთილების შემდეგ.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
მიზანი: წრის შექმნის მიზანია მოსწავლეების საბაზისო ცოდნის გაღრმავება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, კონკრეტულად კი ოპერაციულ პროგრამა Windows-თან მიმართებაში. ასევე ამ პროგრამის პრაქტიკული მოხმარების უნარების შეძენა, რაც საკმარისი იქნება შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ის ეფექტიან გამოყენებას, გაიუმჯობესებენ კვლევის ციფრული საშუალებების ფლობის უნარებს.
წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა: წრე შეიქმნა მოსწავლეების კონკრეტული თხოვნით-შეესწავლათ ოპერაციული სისტემა windows 10-ის ინსტალაცია. რამდენადაც საკითხი ეხებოდა ისტ-ის კომპეტენციების აქტუალურ საკითხებს, გადავწყვიტე
დამეგეგმა შეხვედრები დაინტერესებულ მოსწავლეებთან და ხელი შემეწყო მოტივაციის ამაღლებაში, საშუალება მიმეცა განევითარებინათ ისეთი კომპეტენციები, როგორებიცაა: ციფრული მოწყობილობისა თუ ციფრული რესურსის პარამეტრების გააზრება (მაგალითად, საჭირო აპარატურული რესურსები); ციფრული მოწყობილობის მუშაობის პრინციპებისა და ინფორმაციის შენახვა-დამუშავება-გადაცემის შესახებ წარმოდგენის შექმნა (მაგალითად, ოპერაციული სისტემისა და ფაილის ცნებების გააზრება, ასევე იმის გააზრება, რომ ტექსტური, გრაფიკული და აუდიომასალა ციფრულ მოწყობილობაში ინახება ერთი და იმავე სახის ერთეულში).
ისტ-ის სტანდარტით მისაღწევი შედეგები:
ის.ტექნ.დაწყ.1.
მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
· ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
· მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
ის.ტექნ.დაწყ.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
· უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობებს (მყარი დისკი, CD, DVD, Blue-Ray, ფლეშ მეხსიერება, მეხსიერების ბარათი) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
· ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;
· ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის ღილაკებს;
· მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
· ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
· ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ის.ტექნ.დაწყ.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
· აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
· იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
Comments