top of page

თამარ არსენიშვილის წრე „А, Бе, Ве, Ге, Дейка“

ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თამარ არსენიშვილის საწრეო მუშაობა რუსულ ენაში 2019-2020 ს.წ.

V- VI კლასი.

საწრეო მუშაობის პროგრამა:

მნიშვნელობა/ აქტუალურობა:

როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია აღნიშნული, უცხოური ენების გარეშე შეუძლებელია ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შესვლა და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.

ბოლო წლებში შემცირდა მოსწავლეებში რუსული ენისადმი ინტერესი, ამიტომ აუცილებელი გახდა მოსწავლეთათვის დამენახვებინა რუსული ენის საჭიროება, გამეკეთებინა ითი რამ, რაც გაზრდიდა მოსწავლეებში ინტერსს და მოტივაციას. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა წრე „А, Бе, Ве, Ге, Дейка“.

საწრეო მუშაობის აღწერა:

მიზანი:

საწრეო მუშაობის პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და ემსახურება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამდიდრებას და განმტკიცებას.

საწრეო მუშაობის პროგრამა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა დაინახონ რუსული ენის , ასევე გრამატიკის ცოდნის საჭიროება სწორად მეტყველებისთვის. წრის მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დავალებებს, რომლებიც მიმართულია ზეპირმეტყველების განვითარებისკენ. წრის მუშაობა გაზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას.

საწრეო მუშაობის წარმატებით წარმართვისათვის გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს და რესურსებს: თამაშები, რებუსები, კროსვორდები, ანდაზები და გამონათქვამები, გრამატიკული დავალებები, ტექსტები, გრამატიკული სავარჯიშოები, დეტალური სელექციური კითხვა, მოსმენა. ეს მასალა ხელს შეუწყობს რუსული ენის ადვილად ათვისებას და დამახსოვრებას.

ჩემ მიერ შედგენილ პროგრამაში გათვალისწინბულია ბავშვების სურვილები, ინტერესები და დონე.

რუსული ენის წრის მუშაობა განისაზღვრა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სექტემბრიდან დეკემბრის ჩართვით ორ კვირაში ერთხელ ერთი საათი (პარასკევი - 14:00 სთ)

აქტივობების ტიპები:

- გაკვეთილზე თამაშის ელემენტების გამოყენება

- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა ლექსიკონის დახმარებით

- რებუსები

- კროსვორდები



Comments


Commenting has been turned off.
bottom of page